17 Jul
ქართული მუსიკა და ქართული მუსიკის ბაზარი.

ქართველებს, მრავალი რამ გვაქვს რითიც შეგვიძლია ვიამაყოთ და მსოფლიოს ვანახოთ ჩვენი კულტურის დარგებიდან. მათ შორის არის ჩვენი  ხელოვნების მრავალი ჟანრი: კინო, ლიტერატურა,მხატვრობა. თუმცა, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საქართველოსთვის და ქართველი ხალხსითვის, ეს ქართული სიმღერაა, რომელიც სათავეს საუკუნეების წინ იღებს. ქართული სიმღერა მნიშვნელოვანია იმითაც რომ მასში დანახულია ჩვენი წინაპართა ყოფა, ჩვენი ისტორია და ასევე რელიგიური მრწამსი. 

უძველესი დროიდან შემოღებული იყო ქართულ ხალხურ სიმღერაში პოლიფონია ( იგივე მრავალხმიანობა) რომელიც სხვადასხვა ნაწარმოების გუნდურად სიმღერას წარმოაჩენს. წლებთან ერთად ქართული სიმღერა/მუსიკაც იხვეწებოდა. და ჩნდებოდა სხვადასხვა ტიპის სიმღერები, რომელიც დროთა განმავლობაში ჩვენ კულტურულ მემკვიდრეობად იქცა. შეუძლებელია არ ვახსენოთ ის ფაქტი, რომ ქართული ხალხური სიმღერა კოსმოსშიც კი აჟღერდა.რაც უფრო გადიოდა დრო ქართულ მუსიკაში ყოველთვის იწერებოდა ახალი ტიპის ნაწარმობები და შემოდიოდა ახალი ჟანრები. 


ქართულ მუსიკაში რევოლუციურ ხანად შეგვიძლია მივიჩნიოთ XX საუკუნე, სწორედ ამ პერიოდში გამოჩნდა მრავალი ახალი ჟანრი და ასევე დაიწყო უკვე სიმღერების აგება სხვადასხვა პოეტების ლექსებზე. ქართულ მუსიკაში ყოველთვის რჩებოდა ხალხური მოტივები თუმცა, კომპოზიტორები არც ცვლილებებს უშინდებოდნენ.  სწორედ XX საუკუნეს უკავშირდება  საქართველოს პირველი ჰიმნის დაწერა , საბჭოთა კავშირის პერიოდში კი,  მიუხედავად აკრძალული უცხოური მუსიკისა. საქართველოში გამოჩნდნენ ისეთი არტისტები რომლებიც არ შეუშინდნენ ჩარჩოებს და მღეროდნენ სიმღერებს საკუთარ გრძნობებზე, გვიყვებოდნენ საკუთარ ისტორიებს და ნამდვილად ახერხებდნენ რომ ქართველი ხალხის გული მოეგოთ. მათ ჰქონდათ გასტროლები საზღვარგარეთ, უცხო ქვეყნებში გამოდიოდა მათი ვინილები და თავისფულად შეგვიძლია ისინი ნამდვილ ვარსკვლავებად მივიჩნიოთ. სწორედ ასეთი მუსიკოსები ახერხებდნენ და აპროტესტებდნენ საბჭოთა წყობას თავიანთი წარმატებით. ამავე პერიოდში  ჩნდება ისეთი ახალი ჟანრები როგორიცაა ჯაზი,ბლუზი, როკ ენ როლი და ა.შ. სწორედ ამან უბიძგა ქართველ მუსიკოსებს რომ სრულიად შეცვლილიყო ქართული მუსიკის არსი და თავისუფლად შეძლეს და მოირგეს ეს ჟანრები იმდროინდელ ქართულ რეალობას. ასევე წარმატება განიცადა ქართულმა მუსიკამ XX საუკუნეში კლასიკური მუსიკის დარგში რადგანაც იწერებოდა მრავალი კლასიკური ნაწარმოები, სიმფონიები, ოპერები, იდგმებოდა მრავალი ბალეტი, მრავალი ოპერა დაიწერა ქართულ ენაზე. ასევე XX საუკუნის ბოლოს ბაზარზე გაჩნდა ახალი ჟანრები : ალტერნატივა და ინდი, რომელშიც ქართველმა მუსიკოსები არავის ჩამორჩნენ და შექმნეს არაჩვეულებრივი კომპოზიციები. მიუხედავად იმისა რომ მათ გამოსვლებს დიდი წინაააღმდეგობები და პარლამენტის სხდომებიც კი მოჰყვა, დღეს მათი მუსიკა უკვე ნამდვილი კლასიკაა და მათი მსგავსი ვერავინ გამოუჩნდა. 2000- იან წლებში კი ძალიან პოპულარული გახდა პოპ ჟანრი. ასევე ქართულ ბაზარზე 90-იანებში გამოჩნდა არხი “MTV”,     რომლის შემდეგაც მრავალ ადამიანს გაუჩნდა სურვილი მსგავსი სიმღერები შეექმნათ და ამავე პერიოდში შექმნეს მრავალი სიმღერის ქართული ვერსია. მიუხედავად იმისა რომ მელოდია მთლიანად აღებული იყო უცხოური სიმღერებისგან. სიმღერები მაინც ძალიან პოპულარული და წარმატებული ხდებოდა. ბოლო ხანებში კი თუ დავუკვირდებით ძალიან პოპულარული ხდება ქართული მუსიკა და ქართული სიმღერები. ისეთი სიმღერებიც კი რომლებსაც თავის დროზე შესაძლოა არავინ უსმენდა. დღეს კი ეს სიმღერები ყველაზე გახმაურებულია. მრავალი მიზეზი შეგვიძლია ჩამოვთვალოთ თუ რატომ გახდა დღეს დღეისობით ქართული სიმღერები ასეთი პოპულარული. პირველი არის ის, რომ თანამედროვე რეალობაში ძალიან ცოტა მუსიკოსია ბაზარზე რომელიც ხარისხიან მუსიკას ქმნის და დღეს ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ რომ კარგი მუსიკის ნაკელობობაა. არ გამოდის ახალი ჰიტები, აღარ არსებობს ჩარტები და მუსიკოსებმა მოტივაცია დაკარგეს და ზოგადად არა მხოლოდ საქართველოში, ასევე მსოფლიოში აღარ იქმნება ისეთი ტიპის სიმღერები როგორც 70-იან, 80-იან, 90-იან, და  2000 იან წლებში და სწორედ ამიტომაც ბაზარზე უფრო პოპულარული ხდება ძველი სიმღერები. მეორე მიზეზის მტკიცებულება ის არის რომ არაფერი სჯობს ახალს ვიდრე კარგად დავიწყებული ძველი და ის რომ მოდა ბრუნდება, ესეც სიმართლეა, დიახ ბრუნდება რადგანაც დღეს უკვე ძალიან პოპულარულია ძველი ქართული სიმღერები. სად არ შეხვდები ქართულ მუსიკას ან ქართულად ამღერებულ ახალგაზრდებს, აი იმ ახალგაზრდებს ადრე ქართული მუსიკა საერთოდ, რომ არც გაეგოთ, დღეს ეს ახალგაზრდები უსმენენ ქართულ მუსიკას, მღერიან უკვე ყველასათვის ნაცნობ ქართულ სიმღერებს, ქუჩაში გაივლი და შეიძლება ვინმე თან თავის გზაზე მიდიოდეს, ყურსასმენები ეკეთოს და ჩუმად, თავისთვის ღიღინებდეს ქართულ მელოდიას. თუნდაც ამაზე დაკვირვებით მივხვდებით, რომ ქართული სიმღერა, ოცდამეერთე საუკუნის საქართველოში ძალიან პოპულარულია. მესამე მიზეზად კი ახალი ტექნოლოგიები და მათ შორის  “YOUTUBE” შეიძლება დავასახელოთ, რადგან მათი მეშვეობითაც ჩვენ მრავალი მუსიკოსი გავიცანით და თუ აქამდე არ გვქონდა საშუალება რომ მოგვესმინდა ამა თუ იმ მუსიკოსისთის ან ბენდისთვის ახლა უკვე თავისუფლად შეგვიძლია მოვუსმინოთ ჩვენთვის სასურველ მუსიკალურ კომპოზიციას. ხოლო მეოთხე მიზეზი კი შეუძლია გაამყაროს იდეამ რომ ბოლო წლების განომალობაში მრავალი სიმღერა შეიქმნა ინგლისურ ენაზე, თუმცა მრავალზე მეტი შესაძლოა ისეთი პოპულარული ვერ გახდა როგორც ქართულ ტექსტზე აგებული სიმღერები. შესაძლოა რომ ნახოთ ჯგუფი რომელსაც მრავალი უცხოური სიმღერა აქვს და არც თუ ისე სახელგანთქმულია და ამავდროულად აქვს ქართული თუმცა ძალიან პოპულარული სიმღერა. ქართულ მუსიკას ახლა სჭირდება დიდი ბაზარი, შოუ- ბიზნესის განვითარება,უფრო გაბედული ახალი სახეები, რომლებსაც არ შეეშინდებათ ექსპერიმენტების ჩატარება, არ შეუშინდუბიან სიახლეებს, დაწერენ კარგ ტექსტებს, მიეცემათ საშუალება, რომ შექმნან ხარისხიანი მუსიკა .მუსიკალურ კონკურსებზე უნდა ირჩეოდეს და იწერებოდეს უკეთესი სიმღერები, ქართული ტქსტით და ქართულ მოტივებზე. უნდა კეთდებოდეს კლასიკური მუსიკის პოპულარიზაცია იმისთვის რომ მოვასმენინოთ ახალ თაობებს ნამდვილი და ხარისხიანი მუსიკა. ქვეყანაში არ უნდა ხდებოდეს შარჟის მსგავსი სიმღერები პოპულარიზაცია როცა ბევრად უკეთეს, უფრო ნიჭიერ ქართველ მუსიკოსებს ნაკლები ნახვები აქვთ სოციალურ ქსელში. ასევე უნდა გაეწიოს პოპულარიზაცია ელექტრონულ მუსიკას რომელიც დღეს-დღეისობით ყველაზე პოპულარული მუსიკალური ჟანრია. შევაყვაროთ ახალ თაობას ძველი სიმღერები და რაც მთავარია იმღერონ ქართულად ეს ყველაფერი რადგანაც უბრალოდ წარმოუდგენელია ჩვენი საყვარელი ნებისმიერი ქართული სიმღერა თუნდაც ინგლისურად, შესაძლოა, რომ მას არც ისე დიდი ეფექტი მოეხდინა მსმენელზე, რომ არა ენა რომელზეც იგი დაიწერა. ეს კიდევ ერთი უტყუარი მტკიცებულებაა იმისა, რომ არაფერი შეედრება ქართულად სიმღერას და თავისუფლად გაუწევს კონკურენციას ნებისმიერი ქვეყნის ამავე სფეროს წარმომადგენლებს. ამ ყველაფრისთვის ეს გამოცემაც ყველაფერს გააკეთებს, გაუწევს პოპულარიზაციას ქართველ მუსიკუსებს და ქართულ მუსიკას, რადგან ქართული კარგია, ხოლო კარგი და ხარისხიანი ყველასთვის აქტუალური! 

I BUILT MY SITE FOR FREE USING